ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

Gorgeous Trips-ის წარმომადგენელი: ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა

Gorgeous Trips-ის წარმომადგენელი: ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2026-ზე ეროვნული სტენდით წარდგა. გამოფენაში, ტურიზმის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2026-ზე ეროვნული სტენდით წარდგა. გამოფენაში, ტურიზმის…

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2026-ზე ეროვნული სტენდით წარდგა. გამოფენაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 20-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.

ტურისტული კომპანია „Gorgeous Trips-ის“ წარმომადგენლის ლელა ქორჩილავას თქმით, WTM London და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს საშუალებას აძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი მოგზაური მოიზიდოს დასავლეთის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

„ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე ვიმყოფებით და ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს მეტი ტურისტი დასავლეთიდან. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობა დიდი წარმატებაა, რაც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული ვიზიტორი მოვიზიდოთ დასავლეთიდან და, კერძოდ, დიდი ბრიტანეთიდან“, - აღნიშნავს ლელა ქორჩილავა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს