ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

ბესიკ ამირანაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ბესიკ ამირანაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის 2026 წლის ანგარიში და 2027 წლის გეგმები მოისმი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის 2026 წლის ანგარიში და 2027 წლის გეგმები მოისმი…

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის 2026 წლის ანგარიში და 2027 წლის გეგმები მოისმინეს. პრეზენტაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა წარადგინა.

ყურადღება სატყეო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა. სატყეო რეფორმის, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით, 2026 წელს დაიწყო, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა. უკანონო ჭრების პრევენციისა და ტყის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 1.7 მილიონზე მეტი ჰექტარი 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცათ. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ შორის 401 ტყის მცველი. შედეგად, ერთ ტყის მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან საშუალოდ 2 000 ჰექტრამდე შემცირდა, ხოლო ტყის მცველთა ხელფასი მიმდინარე წლის იანვრიდან გაორმაგდა. ტყის დაცვისა და მონიტორინგის თანამედროვე მოდელის ფარგლებში, მონიტორინგი სრულად გაციფრულდა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები და ფოტოხაფანგები, რაც ტყის ფიზიკური დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.

ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერებს, ფარგლებში აშენდა სატყეო სამსახურის 2 ახალი ოფისი, რეაბილიტირებულია 9 ოფისი. ასევე, მოეწყო 68 საქმიანი ეზო. შეძენილია 110 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო სამუშაოებისთვის და 215 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კანონმდებლებს სააგენტოს მიერ 2027 წელს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტისთვის ეკოტურიზმის განვითარების გეგმებია მომზადებული და იდენტიფიცირებულია 40 საინვესტიციო ობიექტი. ბესიკ ამირანაშვილმა ყურადღება ტყის აღდგენის გრძელვადიან პერსპექტივაზეც გაამახვილა. ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები -ათწლიანი სტრატეგიით ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები, სულ 51 000 ჰა ფართობზე იქნება განხორციელებული. ასევე, ხაზგასასმელია, რომ 2027 წელს შეიქმნება ძირითადი და დროებითი სანერგეები, რაც ტყის აღდგენის მასშტაბური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მიზანი ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადებაა. 2014-2026 წლებში ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 59 %-ზე. ხოლო, 2027-2028 წლებში ინფორმაცია სრულად იქნება განახლებული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 100 % -თვის.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს