„ჯორჯიან კაპიტალ თრეველი“: ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში World Travel Market 2026, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ტურიზმის კე…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში World Travel Market 2026, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ტურიზმის კე…
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში World Travel Market 2026, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორის 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ტურისტული კომპანია „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენლის მარიამ ტიგინაშვილის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მარკეტინგული ღონისძიებები კერძო კომპანიას ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება.
„ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას ხელს უწყობს როგორც თბილისსა და ლონდონს შორის არსებული პირდაპირი რეისები, ისე ლონდონში გამოფენილი საქართველოს სარეკლამო ბანერები, რის შედეგადაც ქვეყნით მეტი ტურისტი ინტერესდება“, - აღნიშნა „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენელმა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.