ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

თბილისის მერმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა

თბილისის მერმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის,"- ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის,"- ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მ…

"გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის,"- ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც დღეს მის ოჯახს სარგებლობის უფლებით ბინა გადასცა.

როგორც ხოჯავამ საუბრისას აღნიშნა, მისი ოჯახის ათი წლის ოცნება თბილისის მერიის შესაბამისმა პროგრამამ რეალური გახადა.

„ბავშვები პატარები მყავდნენ, ბინა რომ დავკარგეთ. დღეს ვფიქრობ, რომ ოცნებები ხდება. მე ეს ოცნება ამიხდა ათი წლის შემდეგ. 2016 წელს შევიტანეთ განცხადება მერიაში. ამდენი წლის შემდეგ საერთოდ აღარ მქონდა იმედი. კახა კალაძემ დიდი სიკეთე გამიკეთა და ვისურვებ, ეს სიკეთე დაბრუნებოდეს. ყველას მოვუწოდებ, ვინც ჩემს მდგომარეობაშია, არ დაყაროს ფარ-ხმალი. მე ბევრი ვიბრძოლე მთელი ჩემი ცხოვრება. ყოველთვის მეგონა, რომ სულ მარტო ვიყავი, მაგრამ ახლა ამდენი ადამიანია ჩემს გვერდით და ჩემი ოცნება ასე ხილულად ახდა. ბინა სრულად მოწყობილი და აღჭურვილი დაგვხვდა და როგორ შეიძლება, მადლობელი არ ვიყო. ბატონმა კახიმ გააკეთა სასწაული და მინდა, ჩვენი მოსახლეობა ენდოს მას“, - განაცხადა ნინო ხოჯავამ.

კახა კალაძემ ოჯახს ახალმოსახლეობა პირადად მიულოცა.

„გილოცავთ ახალმოსახლეობას. კარგად მესმის, რას ნიშნავს საკუთარი ჭერი - ეს არის სიმშვიდის, სტაბილურობის და განვითარების საფუძველი. მინდა, ვუსურვო წინსვლა და წარმატებები თქვენს ოჯახს და ასევე ვისურვო, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონოდეს უსახლკარობის პრობლემა. ჩვენ რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომავალშიც დაგეხმარებით და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. ყველა აქ მყოფი ადამიანი უერთდება თქვენს სიხარულს და არის უსაზღვროდ ბედნიერი. ჩვენთვისაც იმხელა სიხარულია, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, გაკეთებული საქმეებით სხვას რომ ვაბედნიერებთ. როგორც იცით, უსახლკაროთა ბინებით დაკმაყოფილების პროგრამა იყო "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო დაპირება, რაც დღეს წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნინო ხოჯავა ახალ ბინაში შვილებთან - თამარ და ქეთევან ნიკოლაძეებთან ერთად იცხოვრებს. ბინა სრულად გარემონტებულია და საჭირო ავეჯითა და სამზარეულოს ტექნიკით არის აღჭურვილი.

ოჯახს თბილისის მერიის უწყებათაშორისი კომისიის მიერ უსახლკაროს სტატუსი რამდენიმე წელია მიენიჭა და საცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

წელს საცხოვრებელი უსახლკაროს სტატუსის მქონე 40 ოჯახს გადაეცა. 12 ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერი ხოჯავას ოჯახს "თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის" დირექტორ გოჩა მინდიაშვილთან ერთად სტუმრობდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს