ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სკო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სკო…

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების დირექტორები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიზანი სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაცნობა, მათი ციფრული უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ციფრული კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების ჩამოყალიბებისა და უსაფრთხო ციფრული გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებს, რომლებიც ციფრულ გარემოში ინფორმაციის გააზრებული, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების უნარების განვითარებას ემსახურება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს