ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

პეტრე კოლხი: ამერიკა ჩემთვის არის მონობა

პეტრე კოლხი: ამერიკა ჩემთვის არის მონობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდ…

ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდეგ. ამერიკა არავის არაფერს არ აძლევს ისე, რომ იქით არ გადაუხადო, - აცხადებს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ის საქართველოში ამერიკიდან დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ სიბინძურეში და მონობაში, მისი ადგილი არ იყო. ასევე, ხაზს უსვამს მაღალ გადასახადებს და ამბობს, რომ ნანობს, ამერიკაში წასვლაზე.

„იმის მიუხედავად, რომ ვიზაც მქონდა და საბუთები მწყობრში იყო, მე გავფუჭდი, მე გავნადგურდი, მე დავზარალდი, თვალს დამაკლდა, მე იქ არ შემხვედრია, არ გეწყინოთ, ძალიან გთხოვთ, არ შემხვედრია ქართველი ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა. არ შემხვედრია, იმიტომ რომ ჯოჯოხეთურ შრომას გადიან. იმიტომ რომ მუდმივად დაძაბული ხარ. მაპატიეთ, მოხუცის უკანალიდან თავი არა აქვთ გამოყოფილი და რამდენი ბინა გაქვს საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს. თუ ფსიქიკა შეგერყა, თუ ვერასდროს ვერ დაბრუნდი და ბოლოს თუ ჩამოგასვენეს და იმ შენს ნაყიდ ბინაში თუ დაგასვენეს, ეს არის ჯოჯოხეთი, კატასტროფული სიბინძურე, ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. ამ სიბინძურეში, ამ მონობაში, ჩემი ადგილი არ იყო. ვიღაცისთვის ამერიკა არის თავისუფლების სიმბოლო. ეს ამერიკელებისთვისაც არ არის ასე. იმხელა გადასახადებია, იქ ყველაფერში ფულს იხდი, ვნანობ, რომ საერთოდ წავედი ამერიკაში“, - განაცხადა პეტრე კოლხმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს