ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა „ხიდი“ გაიმართა

ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა „ხიდი“ გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქუთაისშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქუთაისშ…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა „ხიდი“ გაიმართა. ექსპოზიციას დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გახსნის ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გურიბაქრაძემ, ქუთაისის მერმა დავით ერეიშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებას გამოფენის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნების, კულტურისა და მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯგუფური გამოფენა „ხიდი“ ფერწერის, გრაფიკის, აბსტრაქციის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. მასში ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

დამთვალიერებლებს შორის ადგილობრივი მოსახლეობა, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ტურისტები და სხვა მოწვეული სტუმრები იყვნენ. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის კულტურული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს