ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ქუთაისში, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ატარებენ

საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ქუთაისში, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ატარებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით, პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით, პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაც…

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით, პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის ტრენინგები მიმდინარეობს. სასწავლო სესიებს უძღვებიან სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) ექსპერტები: პროფესორი იან ბაზირი - CEIPI-ის გენერალური დირექტორი; შტეფან მარტინი - CEIPI-ის ასოცირებული პროფესორი, ევროპის კავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოს წევრი და მცენარეთა ჯიშების საზოგადოების სათემო ოფისის (CPVO) სააპელაციო საბჭოს პრეზიდენტი; დიოგო კოშტა კუნია - CEIPI-ის ასოცირებული პროფესორი და საპატენტო სამართლის საუნივერსიტეტო დიპლომის სასწავლო მიმართულების დირექტორი; მარიან ტისო - CEIPI-ის ექსპერტი და სასაქონლო ნიშნების რწმუნებული.

მოსამზადებელი პროგრამა საგანგებოდ საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შემუშავდა, რომელიც მოიცავს გამოცდის თემატიკის შესაბამის ყველა საკითხს. კურსი სრულიად უსასყიდლოდ ტარდება და მისი მიზანია კანდიდატთა სათანადო მომზადების ხელშეწყობა და საქართველოში პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გაძლიერება.

სასწავლო პროგრამა სამკვირიანია, რომლის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 55 საათს შეადგენს. პროგრამა ითვალისწინებს ონლაინ სესიებს, რომლებიც 6 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და პირისპირ ტრენინგებს, რომლებიც 9-10 ნოემბერს იმართება ქუთაისში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ახალ სივრცეში.

სასწავლო მოსამზადებელი კურსის ფარგლებში, დისტანციურად სესიები ჩაატარეს CEIPI-ის სხვა პროფესორებმა და ექსპერტებმაც: ანდრეას დილგმა, სტეფანი კარემ, პიერ ფავილიმ, ოლივიე ტრიერმა და ლორან ლეოპოლდ-მეცგერმა. სასწავლო პროგრამის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ საქპატენტის ექსპერტებიც. მონაწილეებისთვის თემატური სესიები ჩაატარეს საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ტრენერებმა: დარეჯან მჭედლიძემ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა; ანუკი ობოლაძემ - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა; მერი მაჭარაშვილმა - გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა; დიმიტრი იობაშვილმა - გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს უფროსმა.

საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 21 ნოემბერს, ხოლო მეორე ეტაპი - 5 დეკემბერს გაიმართება. აღნიშნული გამოცდა რიგით მეორეა, რომელიც 2024 წელს მიღებული „საქართველოს პატენტრწმუნებულების შესახებ“ კანონის შესაბამისად ტარდება. ახალი საკანონმდებლო ჩარჩო მიზნად ისახავს პატენტრწმუნებულთა პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას და სფეროში კვალიფიციური პრაქტიკოსების მომზადების ხელშეწყობას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს