ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

ე.წ. მუხიანის აგარაკებზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ე.წ. მუხიანის აგარაკებზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000…

გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მანამდე აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო.

საგზაო სამუშაოებისთვის რაიონული ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე წლის ბოლომდე ე.წ. მუხიანის აგარაკების დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ შვიდ მისამართზე მოწესრიგდება. ამასთან, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება კალოუბნის, მუხის, გომბორისა და ერთობის ქუჩებზე, რისთვისაც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან მთლიანობაში, 2 500 000 ლარი დაიხარჯება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს