ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31) მიიღო მონაწილეობა.კონფერენცია თურქეთში, ანტალიაში იმართება და მსოფლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31) მიიღო მონაწილეობა.კონფერენცია თურქეთში, ანტალიაში იმართება და მსოფლ…

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31) მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია თურქეთში, ანტალიაში იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. კონფერენციაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 197 მხარე, 100-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის მეთაური მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასა და მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.

ღონისძიებებზე კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერებისა და ციფრული ჯანდაცვის განვითარების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგის, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისა და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ციფრული ჯანდაცვის განვითარებას და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

მინისტრთან ერთად კონფერენციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი შემდეგი თემატური მასალა →დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს