ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - ადგილზე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა

დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - ადგილზე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა…

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა - დევნილთა სააგენტომ შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის იატაკის საფარი სრულად შეუცვალა, რომელიც მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. განხორციელდა სრული დემონტაჟი და კაპიტალური განახლება, სამუშაოების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა გარემო პირობებიც: გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და დათბუნება.

აღნიშნული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სოფელ შავშვებში, დევნილ ოჯახებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მიიღო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც შეხვდა. მინისტრმა მათთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები და დღის წესრიგში არსებული საჭიროებები განიხილა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამინისტრო მუდმივად ახორციელებს დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარების მონიტორინგს და თითოეულ ახალ პროგრამას სწორედ ადგილობრივების საჭიროებების შესაბამისად გეგმავს.

შავშვების დასახლებაში ასევე იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს