ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია

დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად, რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად, რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინ…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად, რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

,,მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია და მიღწეული შედეგების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თითოეულ მათგანთან გვაქვს ვალდებულება, მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ და რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული, ანგარიშვალდებულება

და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია. რიყე არის ჩემპიონების სოფელი, რომლის ძალოსნებმა 216 მედალი მოიპოვეს. მადლობა ჩემპიონების აღზრდისთვის!“, - აღნიშნა დავით კოდუამ.

რიყეში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორისაა გზების რეაბილიტაციის, გარე განათების, ხიდ-ბოგირების მოწყობისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მოადგილეები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს