ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ დავით თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ დავით თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზ…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ დავით თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო გამოფენას „ევრონავალი“ (EURONAVAL) დაესწრო, სადაც დელეგაციის წევრები საზღვაო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. „ევრონავალი“ საზღვაო სივრცის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ომის ვეტერანთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ქალაქ ბრესტში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის შენაერთებსაც ეწვია. შეხვედრები საზღვაო ინფორმაციის თანამშრომლობისა და სიტუაციური ცნობიერების, ასევე საზღვაო ოპერაციების ცენტრებში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ერთიანი ოპერაციული სურათის მართვისა და ამ მიმართულებით არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს