ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ოდრი პულვარი: აშშ-ს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება გლობალურ დათბობასა და იმ შედეგებზე, რასაც ჩვენ საფრანგეთში განვიცდით, აშშ პლანეტის ინტერესებს უგულებელყოფს

ოდრი პულვარი: აშშ-ს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება გლობალურ დათბობასა და იმ შედეგებზე, რასაც ჩვენ საფრანგეთში განვიცდით, აშშ პლანეტის ინტერესებს უგულებელყოფს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში დაფიქსირებულ რეკორდულ სიცხის ტალღაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აშშ-ს ეკისრება, – ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პარიზის მერის მოადგილემ, ოდრი პულვარმა გააკეთა. ეს განცხადება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში დაფიქსირებულ რეკორდულ სიცხის ტალღაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აშშ-ს ეკისრება, – ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პარიზის მერის მოადგილემ, ოდრი პულვარმა გააკეთა. ეს განცხადება…

საფრანგეთში დაფიქსირებულ რეკორდულ სიცხის ტალღაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აშშ-ს ეკისრება, – ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პარიზის მერის მოადგილემ, ოდრი პულვარმა გააკეთა.

ეს განცხადება გაკეთდა ამერიკელი ტურისტების, იმიგრანტებისა და ემიგრანტების მიმართ მკაცრი საყვედურის კონტექსტში, რომლებიც საფრანგეთს მთელი ქვეყნის მასშტაბით კონდიციონერების ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ.

„ძვირფასო ამერიკელო ჟურნალისტებო და სოციალური მედიის „ინფლუენსერებო“, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ზოგიერთი თქვენგანი აკრიტიკებს და დასცინის პარიზს იმის გამო, რომ ქალაქში ყველა ოთახში კონდიციონერი არ არის. ღმერთო ჩემო, ეს მართლაც ირონიულია! როგორც მსოფლიოში სათბურის აირების გამომყოფი სიდიდით მეორე ქვეყანა, თქვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გეკისრებათ გლობალურ დათბობასა და იმ შედეგებზე, რასაც ჩვენ საფრანგეთში განვიცდით. ის ფაქტი, რომ თქვენი ქალაქების 90 პროცენტი კონდიცირებულია, ამასთან კავშირშია“, – განაცხადა ოდრი პულვარმა.

მისივე თქმით, აშშ პლანეტის ინტერესებს უგულებელყოფს.

„გთხოვთ, მორალის კითხვა შეწყვიტოთ. უბრალოდ დაიწყეთ თქვენი წვლილის შეტანა“, – განაცხადა პულვარმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს