ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით

აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯ…

ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აკაკი ალადაშვილმა.

მან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე მეტყველებს.

„როგორც აღნიშნეთ, დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სამთავრობო გუნდის, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ყაზახეთის რესპუბლიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.

მოგეხსენებათ, მითუმეტეს ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ ჩრდილოეთით მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას, ასევე ჩვენგან სამხრეთით მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო 7 ქვეყანას, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, ევროპასთან. ამ ფონზე, ჩვენი როლი დაკავშირებადობის კუთხით და შუა დერეფნის კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ნიშნულზეა და უაღრესად გაძლიერებულია. ეს ვიზიტიც ამას ცხადყოფს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან შესაბამისად პოლიტიკური ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობები და შემდეგ უკვე შეგვეძლება საუბარი ეკონომიკაზე, შუა დერეფანზე და დაკავშირებადობაზე. ამიტომ, ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და გავამყაროთ ამ ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მოიტანს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შემდეგ უკვე შეგვეძლება ფიქრი ეკონომიკაზე, შუა დერეფანზე, დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ ზრდაზე“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს