ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება - ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებაში

მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება - ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ყაზახეთთან ურთიერთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ყაზახეთთან ურთიერთ…

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყაზახეთთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიურად ვითარდება. ჩვენს ურთიერთობებს აქვს საკმაოდ დიდი საფუძველი იმისათვის, რომ სტრატეგიულ დონეზე გადასულიყო საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

"ყაზახეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი და მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები და უფრო მეტი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგას ორივე ქვეყნის ურთიერთობებში, ორივე ქვეყნისთვის და ხალხისთვის,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს