ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

თამარ იოსელიანი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა

თამარ იოსელიანი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარე…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში.

თამარ იოსელიანმა უზბეკ კოლეგას გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზებაზე, თბილისის ახალ აეროპორტზე და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს რეგიონში, შესაძლებლობა აქვს პარტნიორებს შუა დერეფნის ფარგლებში, შესთავაზოს მულტიმოდალური გადაზიდვების სრული სპექტრი აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადასაზიდად.

შეხვედრაზე უზბეკეთის მხარემ ინტერესი გამოხატა, გაიზარდოს უზბეკური პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს შეისწავლის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს