ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე: გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, მერე სხვანაირი შედეგი არ დადგეს, რადგან ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო ძალადობა

ირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე: გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, მერე სხვანაირი შედეგი არ დადგეს, რადგან ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო ძალადობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მომ…

„გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საპარლამენტო ფრაქცია „გახარია-საქართველოსთვის“ მოთხოვნაზე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

ზარქუას არ ფიქრობს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ოპოზიციური ფრაქციისთვის სახარბიელო დასკვნით დამთავრდეს ყველაფერი.

„პარლამენტებში, ზოგადად, ეს ცუდია, მაგრამ ეს ხდება. საქართევლოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები. ლამაზია?- არ არის ლამაზი. მისაღებია?- არ არის მისაღები, მაგრამ როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს იქ ხდება.

ვინმემ თუ აქ გამოძიება დაიწყო, არ მგონია, სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფები და მერე როგორ და რანაირად გაგრძელდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ქნეს, თან როდის?- როდესაც ვამთავრებდით. მანამდე ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა და ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით, მაგრამ ბოლოს ზღვარს გადავიდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა, რაც ბუნებრივია არ იყო ლამაზი.“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს