ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ანა წითლიძე: რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ესე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები

ანა წითლიძე: რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ესე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება. ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება. ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმ…

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება.

ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

სააკაშვილის გადაწყვეტილებების ნაწილს არ იზიარებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ანი წითლიძე ღიად ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეების ხშირი ცვლა გამჭვირვალე თამაშის წესების არ არსებობის ბრალია.

„რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ესე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები. როდესაც გამჭვირვალე თამაშის წესები იქნება პარტიაში, როდესაც ყველას ეცოდინება, რომ გადაწყვეტილებებს კი არ იღებენ ჩაკეტილ წრეში, პარტიის წევრები იღებენ, მერე ბევრად უფრო ნაკლები იქნება რისკი მსგავსი სკანდალების.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის გზას მე ვუყურებ არა სახელი და გვარის ცვლილებაში, არამედ თამაშის წესების ცვლილებაში. გადაწყვეტილება მიშასთან შეთანხმების გარეშეც არ ხდება პარტიაში. საერთოდ რა ალიანსი - ასე ვუყურებ მე მაგას. ყველაზე უმნიშვნელო საკითხი არის დღეს ალიანსში იქნება თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს უნდა ჰქონდეს თავისი გზა“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს