ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 8

რუსთავში მთავარი ეკოლოგიური რესურსის, ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა

რუსთავში მთავარი ეკოლოგიური რესურსის, ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა. უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს, რუსთავის მერია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა. უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს, რუსთავის მერია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინას…

რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა.

უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს, რუსთავის მერია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ.

პროექტი 320 ჰექტარ ფართობზე ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარის დარგვაა განსაზღვრული. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, 4000 ძირი ხე-მცენარე უკვე დაირგო. დარგვის პროცესი შემოდგომიდან გაგრძელდება.

ჭალის ტყეში უკვე შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.

ღონისძიებას რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ის რუსთაველები დაესწრნენ, რომლებმაც პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ მასშტაბურ გარემოსდაცვით ინიციატივაში, რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული მოხალისეობრივი კამპანიის - "გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია" ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: მსახიობები, სპორტსმენები, სტუდენტები, ბიზნესმენები და მოსწავლეები, ჯამში 3500-მდე რუსთაველი იყო ჩართული.

დარგვის პროცესის დაწყებამდე, ჭალის ტყის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა.

პროექტის მომდევნო ეტაპებზე, ანტისეპტიკის სისტემის და სარწყავი ქსელის მოწყობაა განსაზღვრული. დამონტაჟდება ვიდეოკამერები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. მოეწყობა დასასვენებელი და ტურისტულ-საპიკნიკე ინფრასტრუქტურა.

ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანება პირველი პროექტია, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის შედეგად აკუმულირებული თანხით, გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდა.

რუსთავის ჭალის ტყეები, მტკვრის ორივე ნაპირზე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიურ რესურსია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციის და სხვა ქალაქებისთვისაც.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს