ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

სადღობელაშვილი ეუთო-ს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე: რატომ ხდება საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე? იმიტომ, რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია Nelson Mullins. FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან!

სადღობელაშვილი ეუთო-ს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე: რატომ ხდება საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე? იმიტომ, რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია Nelson Mullins. FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან!
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური შეფასებების პლატფორმად გადაიქცევა და არა ობიექტური სტანდარტების დამცველ ინსტიტუტად, საბოლოოდ ყველაზე მეტად თავად ეუთოს ავტორიტეტი დაზიანდება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური შეფასებების პლატფორმად გადაიქცევა და არა ობიექტური სტანდარტების დამცველ ინსტიტუტად, საბოლოოდ ყველაზე მეტად თავად ეუთოს ავტორიტეტი დაზიანდება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშ…

თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური შეფასებების პლატფორმად გადაიქცევა და არა ობიექტური სტანდარტების დამცველ ინსტიტუტად, საბოლოოდ ყველაზე მეტად თავად ეუთოს ავტორიტეტი დაზიანდება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

ის ეხმიანება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ ასეთი სახის „პროექტები” სხვა არაფერია თუ არა ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია ანალიტიკოსის ინფორმაციით, საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე იმიტომ ხდება, რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია Nelson Mullins, რომელიც “ნაცმოძრაობის” მოკავშირეა, თავის მხრივ კი, აღნიშნული პარტია “რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან” - ჯო უილსონთან პირდაპირ კავშირშია.

„საერთაშორისო პლატფორმების ობიექტურობა იქ მთავრდება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ლობისტური ინტერესები იწყება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის პროექტი სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ასეთი სახის „პროექტები” სხვა არაფერია თუ არა ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია. როდესაც ერთსა და იმავე სტანდარტს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად იყენებენ, ეს უკვე პრინციპების დაცვა აღარ არის, ეს შერჩევითი პოლიტიკა. ორმაგი სტანდარტები - გადახედეთ ეუთო-ს წევრი ქვეყნების ბოლო ათი არჩევნების ანგარიშებს, ბევრ მათგანში მასშტაბური დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა არცერთი გამხდარა ასეთი აკვიატებული, წლობით გაწერილი თავდასხმის ობიექტი. რატომ ხდება საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე? იმიტომ რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია კერძოდ Nelson Mullins! დაუდასტურებელი ბრალდებების ტირაჟირება სრულიად ლოგიკურ ახსნას პოულობს ოფიციალურ დოკუმენტებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან! როდესაც რეზოლუციის ტექსტი ფაქტების ნაცვლად კონკრეტული პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტების ნარატივს იმეორებს, ის კარგავს ყოველგვარ ლეგიტიმურობას და თავად ეუთო-ს რეპუტაციას აყენებს დარტყმის ქვეშ. ცალკეული შესწორებები ამ დოკუმენტს ვერ უშველის, ის სრულად უარყოფას იმსახურებს. საერთაშორისო ორგანიზაციების ძალა მათ მიუკერძოებლობაშია. როგორც კი ეს ნდობა იკარგება, მათი რეზოლუციებიც ფასს კარგავენ!” - წერს ლადო სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს