ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდება

კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს , რომ ამ საკითხს 15 ივლისს დაუბრუნდებია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს , რომ ამ საკითხს 15 ივლისს დაუბრუნდებია…

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ამ საკითხს 15 ივლისს დაუბრუნდებიან.

„ვწუხვარ, რომ 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამასთან საკმაოდ ახლოს ვართ“, – განაცხადა კალასმა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ვერ იძლევა გარანტიას, თუ როდის დამტკიცდება სანქციების პაკეტი.

„ოთხშაბათს ჩვენი ელჩების კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება და მუშაობა გაგრძელდება, ვიდრე ყველაფერზე არ შევთანხმდებით. არაფერზეა შეთანხმება მიღწეული, ამიტომ ვერაფერს გამოვაცხადებ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

კაია კალასის განცხადებით, „სანქციების პაკეტი უნდა იყოს ძლიერი“ რუსეთის მიერ მშვიდობიან უკრაინელებზე მიმდინარე თავდასხმების გამო.

„ჩვენი მიზანია, შეთანხმებას მივაღწიოთ. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ „გეგმა B-ზე მუშაობას დავიწყებთ. თუმცა ამჟამად ოთხშაბათისთვის „გეგმა A-ზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა კაია კალასმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს