ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული…

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ინტენსიურად იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის ყველა სოფელთან მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისთვის სოფელ საყდართან მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა.

ხვალ სტიქიის ზონაში გეოლოგები იმუშავებენ, შეისწავლიან ტერიტორიას, შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. პარალელურად გაგრძელდება სოფელ საყდართან დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივი ხელისუფლება.

„ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადავიდა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ საყდრის ხიდის მიმდებარე მონაკვეთზე, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით დროებით აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაადგილებისას გაითვალისწინონ მოქმედი შეზღუდვები და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს