ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

CNN: ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ აწვდიან

CNN: ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ აწვდიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ან რუსეთი ირანს იარაღს აწვდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN -ი ავრცელებს . „პრეზიდენტმა სიმ, ჩინეთში, პეკინში გამართულ ჩვენს ბოლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ან რუსეთი ირანს იარაღს აწვდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN -ი ავრცელებს . „პრეზიდენტმა სიმ, ჩინეთში, პეკინში გამართულ ჩვენს ბოლ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ან რუსეთი ირანს იარაღს აწვდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა სიმ, ჩინეთში, პეკინში გამართულ ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს და არ მიჰყიდის იარაღს ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ეს განცხადება ჩინურ კომპანიებსაც ეხებოდა“, - დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.

„ჩვენი ურთიერთობის გათვალისწინებით, მე მას სიტყვაზე ვენდობი. გარდა ამისა, მეც ძალიან დიდ სამსახურს ვუწევ მას“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც განუცხადა მას, რომ მოსკოვი ირანისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს.

„ამრიგად, ორი უმთავრესი ქვეყანა, რომლებზეც ირანის კონტექსტში ხშირად საუბრობენ, ჩემი აზრით, ამ პროცესში არ მონაწილეობს“, - წერს ტრამპი. - „ასეც რომ მოქცეულიყვნენ, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნებოდა - და ნამდვილად არ შედიოდა მათ ინტერესებში“.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს