ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილისოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილისოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევრო…

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილისოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

„ერთდროულად ათეულობით ათასი არალეგალის შეღწევა ეს მიგრაციის საკითხიც აღარ არის, ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში შეჭრას, რის წინააღმდეგაც ვერაფერს აკეთებს ვერც ესპანეთის ხელისუფლება და ვერც ბრიუსელის ბიუროკრატია. უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. წევრ ქვეყნებში დანაშაულის ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით ასეულობით ათასი კრიმინალური აქტი სწორედ არალეგალი მიგრანტების მიერაა ჩადენილი. ავსტრიაში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში პატიმართა 50%-მდე ამ ქვეყნებში ჩასული მიგრანტებისგან შედგება. ძარცვა, ქურდობა, გაუპატიურება, ძალადობა ეს იმ დანაშაულთა ჩამონათვალია, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ქალაქებში უკვე ყოველდღიურობად იქცა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარდა, უკონტროლო მიგრაციამ ევროპული ქვეყნები იდენტობის დაკარგვის რეალური რისკის წინაშე დააყენა.

როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, ევროკავშირის მასშტაბით გარდაცვალება აღებატება შობადობას, მაგრამ ამ ფონზე ევროპის მოსახლეობა მაინც იზრდება და იზრდება სწორედ მიგრანტების ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლება. ზოგადად მიგრაციის საკითხი და კონკრეტულად ესპანეთის მიგრაციული კრიზისიც ევროკავშირის შიგნით განხეთქილების საგანია, რამაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ შენგენის ზონის მომავალი.

მიუხედავად ესპანეთის მიმართ დეკლარირებული სოლიდარობისა, ევროკავშირის სხვა ქვეყნები ცდილობენ თავიდან აიცილონ მიგრანტების მეორადი გადაადგილება თავიანთ ტერიტორიებზე, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზად არის, ევროპის საზღვრების დასაცავად საგანგებო ზომები მიიღოს, მათ შორის, შეაჩეროს ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედება. ევროკავშირი ღრმა კრიზისებშია, ეს არის დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანება, რომლისგანაც საქართველომ თავი შორს უნდა დაიჭიროს. დღეს ევროკავშირი არის მრავალსართულიანი დიდი შენობა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით.” - წერს შაქარიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს