ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარე ვინ იქნება, დამოკიდებულია სააკაშვილის ახირებებზე, ოქმი ვინ გააყალბა და ვის არ შეატყობინეს სხდომის თარიღი, ეს აჩვენებს, რომ პარტიამ ნდობის რესურსი დაკარგა

ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარე ვინ იქნება, დამოკიდებულია სააკაშვილის ახირებებზე, ოქმი ვინ გააყალბა და ვის არ შეატყობინეს სხდომის თარიღი, ეს აჩვენებს, რომ პარტიამ ნდობის რესურსი დაკარგა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაცმოძრაობაში“ სრული კრიზისია, რომლის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს კიდევ უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაცმოძრაობაში“ სრული კრიზისია, რომლის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს კიდევ უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირა…

„ნაცმოძრაობაში“ სრული კრიზისია, რომლის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს კიდევ უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებებს გარედან იღებენ.

„პარტიაში თავმჯდომარე ვინ იქნება, ეს მიხეილ სააკაშვილის ახირებებზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიას ნორმალური რესურსი არ აქვს, რათა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს და თავისი შიდაპარტიული კომუნიკაცია გამართული იყოს. ეს ყველაფერი მრავალწლიან საბოტაჟზე აგებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც პარტიას შიგნით დაუბრუნდა. ის, რასაც ისინი საქართველოსთვის აკეთებდნენ და იმეტებდნენ საბოტაჟის კუთხით, დღეს ამის მსხვერპლი თავად გახდნენ. ვინც ხმას „ნაცმოძრაობას“ აძლევდა, მათი რაოდენობა დრამატულად შემცირდება. ვინ გააყალბა ოქმი და ვის არ შეატყობინეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი, ეს ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ამ პარტიამ ნდობის ყოველგვარი რესურსი დაკარგა. პარტიის განახლება სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ ჯიჯგვნაში რომელი დაჯიჯგნის, თუ ეს არის რეფორმა და განახლება, ეს ამომრჩეველმა შეაფასოს. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთ-ერთ მთავარ ამრევად რჩება, ეს ფაქტია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს