ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

გურამ მაჭარაშვილი: როცა შენს ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს და შემდგომ თვეებში პრეზიდენტი ხვდებოდა რუს ტურისტებს, ამბობდნენ, რუსული ინვესტიციები კარგია საქართველოში, მაშინ საჭირო იყო, იმიტომ, რომ პატრონებმა უთხრეს, დაიწყეს ფიანდაზების დაგება რუსეთისვის

გურამ მაჭარაშვილი: როცა შენს ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს და შემდგომ თვეებში პრეზიდენტი ხვდებოდა რუს ტურისტებს, ამბობდნენ, რუსული ინვესტიციები კარგია საქართველოში, მაშინ საჭირო იყო, იმიტომ, რომ პატრონებმა უთხრეს, დაიწყეს ფიანდაზების დაგება რუსეთისვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალური მოძრაობა" პასუხს არ სცემს კითხვას - თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალური მოძრაობა" პასუხს არ სცემს კითხვას - თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობას…

"ნაციონალური მოძრაობა" პასუხს არ სცემს კითხვას - თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ მხარდამჭერებში, ლოგიკურად არა 2022 წელს, არამედ 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. "ქართული ოცნებისთვის" ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ გარე ძალების დავალებით მათ საკუთარ სამშობლოზე მეტად უკრაინაზე შესტიკავთ გული.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ოპოზიციასა და ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს ეროვნული ინტერესების იგნორირებასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ოპოზიციური ფლანგი საკუთარ ქვეყანაზე წინ უცხოური ძალების ინტერესებს აყენებს.

"სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ნაცაგენტურაში, უცხოური ძალების წარმომადგენლობაში საქართველოში, არ მიაჩნიათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ და უპირატესად აყენებენ სხვა ქვეყანას. მაშინ, როდესაც შენს საკუთარ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და 2008 წლის შემდგომ დღეებში და თვეებში თავად პრეზიდენტი ხვდებოდა რუს ტურისტებს, დღეს რომ არაფერი რუსული ვითომ არ უყვართ, ამბობდნენ, რომ რუსული ინვესტიციები კარგია საქართველოში, მაშინ საჭირო იყო, იმიტომ, რომ მათმა პატრონებმა უთხრეს, რომ ახლა რუსეთთან ჩვენ არა გვაქვს ჩხუბის თავი და დალაგდით ახლა რუსეთთან. დაიწყეს, ფიანდაზების დაგება რუსეთის ფედერაციისთვის. დღეს უკვე დასჭირდათ მათ პატრონებს, უკრაინაში ომის შემდგომ, რომ ახლა აგინეთ რუსეთს და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მხოლოდ მერე გახდა ოკუპანტი და მიუღებელი? აი, ეს აჩვენებს ზუსტად, რომ მათთვის საქართველო არ არის სამშობლო, თორემ რა შეიცვალა 2008 წლის ომის შემდგომ? როგორც იყო ოკუპანტი, ისე არის დღესაც ოკუპანტი", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს