ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება, ჩათვალა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება

გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება, ჩათვალა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. დღევანდელ შეკრებამდე 3 საათი რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. დღევანდელ შეკრებამდე 3 საათი რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენ…

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. დღევანდელ შეკრებამდე 3 საათი რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენიმე დღის წინ თავად გამოაცხადა.

მმართველი გუნდის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ბრძოლა შიდა პარტიული გავლენებისთვის გრძელდება. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა საკუთარ გუნდს პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანა.

"პარტიის ლიდერი ერთი ჰყავთ, ბელადი სააკაშვილი. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ჟორჟოლიანი უნდა იყოს ხელმძღვანელი და მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება. ვერც ხაბეიშვილმა ვერ შეასრულა, თუმცა დაპირისპირებები ბევრი იყო. არ შესრულდა დავალებები და, რასაკვირველია, შიდა ფრონტზე გაცილებით მეტი ძალის მობილიზება ჩათვალა საჭიროდ და მიიჩნია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება.

ომი გამოაცხადა ფაქტობრივად უკვე დიდი ხანია, 2013 წლიდან, განსაკუთრებით აქტიურად. იყო რამდენიმე მცდელობა რევოლუციისა. აქაც სააკაშვილის სახელი იკითხება ყველგან. დღეს იმ საპატიმროდან მიაჩნია, რომ თავისი ახალი იმიჯით, ახალი ვარცხნილობით, ახალი პოლიტიკა უნდა შესთავაზოს "ნაციონალურ მოძრაობას". დესტაბილიზაცია იყო ეს შინაარსი და მომავალშიც სააკაშვილი არანაირ სხვა ინტელექტუალურ დონეზე არ აპირებს ასვლას," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს