ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენა

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, უკრაინის უზენა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, უკრაინის უზენა…

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლო ახლა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

სტეფანიშინას ადვოკატებმა სასამართლოს სხდომების დახურვის შუამდგომლობით მიმართეს.

კონკრეტულად, რისთვის ედება ბრალი ყოფილ დიპლომატს, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტეფანიშინა თანამდებობიდან 3 აგვისტოს გაათავისუფლა.

როგორც მედია იუწყება, 2025 წლის ივლისში უკრაინის სპეციალიზებულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სტეფანიშინას მიერ, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მაშინ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. თუმცა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერდა, რომ სტეფანიშინა ბოროტად იყენებდა თანამდებობას. მედია იუწყებოდა, რომ დიპლომატი დედის ბინით სარგებლობდა ისე, რომ ეს ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. გარდა ამისა, „უკრაინსკაია პრავდამ“ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ დიპლომატმა ხელში ჩაიგდო კიევში მდებარე ოთხი ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის პროფკავშირების სასახლე მაიდანზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს