ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 1

ევროპარლამენტის რეზოლუცია - მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას

ევროპარლამენტის რეზოლუცია - მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების შესახებ, ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს, –…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების შესახებ, ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს, –…

ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების შესახებ, ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ამასთან, „ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრებისთვის შეუზღუდავი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან“.

„გმობს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მუდმივ მცდელობებს, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, არამართლზომიერი დაკავებისა და დაპატიმრების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების ჩათვლით; გმობს პოლიტიკურ ოპონენტთა დაპატიმრებას საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა, როგორც პოლიტიკური საჩვენებელი პროცესის ფორმა, რომლის მიზანი იყო, გზა გაეხსნა პოლიტიკურ ოპონენტთა შემდგომი დევნის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში; მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული პირის, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩათვლით, დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ; აღნიშნავს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალა მუნიციპალური არჩევნების წინ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო კონკურენტული არჩევნების ფასადის შექმნა; მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების შესახებ, ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს. ამასთან, მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრებისთვის შეუზღუდავი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს