ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

საქართველოს პირველი ლედი ბათუმში შეხვდა მრავალშვილიან ოჯახს, მეწარმე ქალებს და ერგეს საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პირველი ლედი ბათუმში შეხვდა მრავალშვილიან ოჯახს, მეწარმე ქალებს და ერგეს საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიმართულებები ოჯახების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიმართულებები ოჯახების…

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიმართულებები ოჯახების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

ქედის მუნიციპალიტეტში პირველი ლედი მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათი ყოველდღიური საჭიროებებით დაინტერესდა.

თამარ ბაგრატიონი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახსაც“ ეწვია, სადაც მეწარმე ქალებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ადგილობრივ ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობისა და იმ შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას, რომლებიც ქალებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებაში უწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში პირველი ლედი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ინკლუზიური განათლების ცენტრის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო, სივრცე დაათვალიერა, მის საქმიანობას გაეცნო და ბენეფიციარებისთვის შექმნილი გარემო მოინახულა.

პირველი ლედის ვიზიტი დაეთმო სოციალური მხარდაჭერის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებას - ოჯახის გაძლიერება, ქალებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი და ღირსეული გარემოს უზრუნველყოფა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს