ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „RedBridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „RedBridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ერ…

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „RedBridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ერთ-ერთ სემინარს - „ქართული ღვინის განვითარება, მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი მიღწევები საქართველოში“ იაპონელი ღვინის მაგისტრი, „RedBridge“-ს დამფუძნებელიკენიჩიოჰაშიუძღვებოდა.

მეორე სემინარს - „ქართული ღვინის შეხამება საკვები კულტურისა დალოგიკის მეშვეობით“ იაპონელისომელიემაიკაიამამოტო გაუძღვა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, რომლებიც იაპონიის ბაზარზე იყიდება.

ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

ქართული ღვინის წარდგენას 300-მდე მოწვეული სტუმარი, მათ შორის ღვინის მოყვარულები, პროფესიონალები, სავაჭრო სფეროს,ჰორეკასექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს