ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 13

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია -„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროფესიუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია -„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროფესიუ…

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია -„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

„ყოველწლიურად იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ვითარდება კოლეჯების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინერგება სწავლების თანამედროვე მიდგომები და ციფრული ტექნოლოგიები. თუმცა, ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის მთავარი საფუძველი კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებელია.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერაზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, პროფესიული განათლების მასწავლებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის პროგრამას, სადაც მათ აქვთ საშუალება, გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა, გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი ისინი საკუთარ კოლეგებსა და პროფესიულ სტუდენტებს გაუზიარებენ.

„კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც უცხოელი ექსპერტების ცოდნის, გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობასიხლევა. ამასთან, კონფერენცია ხელს უწყობს ახალი პროფესიული კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ცალსახად დადებითად აისახება ჩვენი მასწავლებლების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კოლეჯების დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, უცხოელი პედაგოგები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენცია აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია მოიცავდა თემატურ პანელსა და რამდენიმე პარალელურ სესიას.

კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს