ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 13

დავით სონღულაშვილი ყირგიზეთის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ყირგიზეთის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრ აკილ ტოქტობაევთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, მდგრადი განვითარების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, პირისპირ შევხვდეთ თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგის ფარგლებში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყირგიზეთთან ურთიერთობებს და მჯერა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. საქართველოსა და ყირგიზეთს ბევრი საერთო პრიორიტეტი აქვთ კლიმატის მდგრადობის, წყლის, სოფლის მეურნეობის, ტყეების, ნარჩენების მართვისა და მთის ეკოსისტემების სფეროებში. საქართველო მზად არის, გააზიაროს საკუთარი გამოცდილება ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და სამრეწველო ემისიების მიმართულებით. მჯერა, რომ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრმა აკილ ტოქტობაევმა საქართველოსთან მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

„განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ საქართველოსთან გამოცდილების გაზიარებით კლიმატის დაფინანსების მოზიდვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტრუმენტების მხარდაჭერით პროექტების განხორციელებისა და მწვანე ფინანსური მექანიზმების განვითარების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში. ჩვენს ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ერთობლივი ინიციატივებისა და კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას“, - განაცხადა აკილ ტოქტობაევმა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს კლიმატის დაფინანსების, წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, მთის ეკოსისტემების, ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რეგიონული დიალოგის შემდეგ, შესაბამისმა უწყებებმა განსაზღვრონ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და კონკრეტული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაზე იმუშაონ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს