ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 4

ComCom-მა მაუწყებლებთან შინაარსობრივი რეგულირებისა და პროდუქტის განთავსების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გამართა

ComCom-მა მაუწყებლებთან შინაარსობრივი რეგულირებისა და პროდუქტის განთავსების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მაუწყებლებთან სამუშაო დიალოგს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკაში გრძელდება დარღვევები როგორც შინაარსობრივი რეგულირების, ისე ეთერში პროდუქტის განთავსების მიმართულებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მაუწყებლებთან სამუშაო დიალოგს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკაში გრძელდება დარღვევები როგორც შინაარსობრივი რეგულირების, ისე ეთერში პროდუქტის განთავსების მიმართულებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავ…

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მაუწყებლებთან სამუშაო დიალოგს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკაში გრძელდება დარღვევები როგორც შინაარსობრივი რეგულირების, ისე ეთერში პროდუქტის განთავსების მიმართულებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ComCom-ის წევრებმა ანი ვაზაგაშვილმა და ივანე მახარაძემ მაუწყებლების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის აპრილში განხორციელებული ცვლილებები და მათ საფუძველზე განსაზღვრული შინაარსობრივი სტანდარტები, მათ შორის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვის მოთხოვნები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროდუქტის განთავსებისა და სარეკლამო კომუნიკაციების წესები, მაუწყებლების დაფინანსებასა და სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მაუწყებლობის სფეროს სხვა აქტუალური თემები. მაუწყებლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.

ComCom-ის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს კომისიის მიერ შემუშავებულ და გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპებზეც, რომლებიც მედიის წარმომადგენლებისთვის მარეგულირებელი სტანდარტების პრაქტიკულ სარედაქციო გზამკვლევს წარმოადგენს. დოკუმენტი განმარტავს, რას გულისხმობს სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტები, როგორ უნდა გაიმიჯნოს ფაქტი მოსაზრებისგან და რა კრიტერიუმებით აფასებს კომისია შესაძლო დარღვევებს.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების შემდეგ შეიმუშავა, რათა მაუწყებლებისთვის უფრო მკაფიო ყოფილიყო როგორც კანონით განსაზღვრული მოთხოვნების პრაქტიკაში შესრულების საკითხები, ისე კომისიის მიდგომები.

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნოს შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა. ComCom-ის ამოცანაა, მაუწყებლებთან თანამშრომლობისა და მუდმივი დიალოგის გზით ხელი შეუწყოს კანონის ეფექტიან აღსრულებას, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის დაცვას და სტაბილური მედიაგარემოს განვითარებას.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს