ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

სემეკი: შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დაწყებულია

სემეკი: შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დაწყებულია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გამართულ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაუქმდა შპს „ყამარი მ“-ის სახელზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გამართულ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაუქმდა შპს „ყამარი მ“-ის სახელზე…

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გამართულ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაუქმდა შპს „ყამარი მ“-ის სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

შპს „ყამარი მ“-ის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ დაევალა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების მომსახურების განხორციელება იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც შპს „ყამარი მ“ უზრუნველყოფდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი.

შპს „ყამარი მ“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობით.

მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ყამარი მ“-სა და საბითუმო მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, შპს „ყამარი მ“-ს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ მნიშვნელოვანი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნული დავალიანების გამო, 2026 წლის 5 ოქტომბერს შპს „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს