ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

ზვიად გაბისონიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

ზვიად გაბისონიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რეგულირების ტენდენციები“.

შეხვედრა KIU-ს შემოქმედებით-ინოვაციურ სივრცეში - univerCity გაიმართა. ლექციას KIU-ს აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ზვიად გაბისონიამ სტუდენტებს ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი ასპექტები გააცნო. მან სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივ მიდგომებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებზე, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და ეთიკურ-სამართლებრივ სტანდარტებზე.

შეხვედრის დასასრულს ზვიად გაბისონიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებით, მისი რეგულირების სამართლებრივი ასპექტებითა და შრომის ბაზარზე მოსალოდნელი ტენდენციებით. შეხვედრაში KIU-ს სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს