ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“ იმართება

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“ იმართება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმ…

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგზე და კონფერენციის მონაწილეებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა მიულოცა.

გივი მიქანაძემ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და ცენტრის სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე, ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე (ESG), სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტების მონაწილეობასა და აკრედიტაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) არჩეული პრეზიდენტი 2027 წლიდან, პროფესორი ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპა, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) გენერალური მდივანი ალგირდას უტკუსი, FIBAA-ის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი რებეკა ველკერი, და WFME-ის ყოფილი პრეზიდენტი, NCEQE-ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი დევიდ გორდონი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს