ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა. შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა. შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშ…

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა.

შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ტერიტორიული დაფარვის გაფართოებაზე, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების გათვალისწინებაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს