კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღავლენს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას, ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღავლენს. უწმინდესი ლიტურგიის დასრულების შემდეგ იქადაგებს. დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. ეკლესიი…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას, ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღავლენს. უწმინდესი ლიტურგიის დასრულების შემდეგ იქადაგებს. დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. ეკლესიი…
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას, ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღავლენს. უწმინდესი ლიტურგიის დასრულების შემდეგ იქადაგებს.
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. ეკლესიის სწავლებით, ის ქრისტეს მოციქული იყო და მის მიერ აღსრულებული სასწაულების მომსწრე. წმინდანი თან ახლდა მაცხოვარს გეთსამანიის ბაღში შეპყრობისას და გოლგოთაზე ჯვარცმისას. მორწმუნეთა თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა. მას ეკლესია სიყვარულის მოციქულს უწოდებს და ერთადერთია რომელსაც ღვთისმეტყველად მოიხსენიებს