ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

თავდაცვის მინისტრი საველე სწავლებას დაესწრო

თავდაცვის მინისტრი საველე სწავლებას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, სწავლება - „მახვილი თვალის“ ფარგლებში, კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, სწავლება - „მახვილი თვალის“ ფარგლებში, კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი…

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, სწავლება - „მახვილი თვალის“ ფარგლებში, კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს სამანევრო, სატანკო, საავიაციო, საარტილერიო, საინჟინრო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯგუფებმა.

სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლებაში სხვადასხვა ამოცანა შეასრულეს: ჩასაფრება, დაზვერვა, შენობების წმენდა, არხზე გადასასვლელი ხიდის მოწყობა, ქვედანაყოფების დეკონტამინაცია, დრონების თავდასხმის მოგერიება და დაჭრილების ევაკუაცია. საინჟინრო ათეულმა, რობოტის გამოყენებით, ჩამოვარდნილი დრონისა და ასაფეთქებელი ნივთიერების განეიტრალება შეძლო, ხოლო სადაზვერვო ასეულმა, FPV დრონების საშუალებით, პირობითი მოწინააღმდეგის კოლონის შეკავების ოპერაცია განახორციელა.

ქვეით ბრიგადებს კულმინაციურ სწავლებაში მხარს უჭერდნენ საარტილერიო ბატალიონის ნაღმტყორცნისა და ქვემეხის გათვლები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა LAR 160, მექანიზებული და სატანკო ასეული, Mi-24 ტიპის მოერიშე შვეულმფრენები, UH-1H იროკეზი და სნაიპერების ჯგუფები.

სწავლების მიზანი იყო ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე თავდაცვითი ოპერაციების წარმოების, თანამედროვე მართვისა და კონტროლის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მართვისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს