ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება

ირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა…

აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბრისას აღნიშნა, რომ წელს გუდაურში განსაკუთრებული სიახლეები იქნება.

„ეს შეეხება ახალ სასრიალო ტრასებს, ახალ საბაგიროებს, თითქმის 8 კმ დამატებით იქნება გათოვლიანებული, მოეწყობა სასრიალო ტრასების განათება ახალ გუდაურში და იქნება ბევრი სიახლე, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი დამსვენებლები“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს ასევე გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და მისი პროგნოზით, ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სიახლეების კუთხით.

„ჩვენი ქვეყნის ოთხსეზონიანი ტურისტული ადგილის პოზიციონირების თვალსაზრისით, ზამთრის სეზონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ტრადიციულად სახელმწიფო ზრუნავს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე დამატებითი სერვისების მიწოდებაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს