ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 13

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე ახლად აშენებული N168 ბაგა-ბაღი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. ახალი ბაღი 12-ჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე ახლად აშენებული N168 ბაგა-ბაღი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. ახალი ბაღი 12-ჯ…

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე ახლად აშენებული N168 ბაგა-ბაღი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

ახალი ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღმა 200 აღსაზრდელი 15 სექტემბერს მიიღო.

„ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აშენდა N168 ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც 400 ბავშვის მიღებას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით, ბაღი 200 ბავშვით არის დატვირთული, თუმცა გრძელდება მიღება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მთლიანად შეივსება. შენობა ყველანაირად მოწესრიგებულია, საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკვებს, სათამაშოებს, თეთრეულს იმისთვის, რომ პატარებს ნორმალურ, თანამედროვე პირობებში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შენობაში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები - სივრცეები აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟებულია ლიფტები შშმ პირთათვის და ტექნიკური პერსონალისთვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები ღია აქტივობებისთვის.

საბავშვო ბაღის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

დასრულებულ პროექტს ასევე გაეცნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ხაბარელი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს