ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 15

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო. თეა ახვლედიანმა რიგით მეცამეტე ფესტივალის ოფიციალურ გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო. თეა ახვლედიანმა რიგით მეცამეტე ფესტივალის ოფიციალურ გა…

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო.

თეა ახვლედიანმა რიგით მეცამეტე ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ნიქოზში საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობის შენებისა და ომით დაშორებულ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში, ხელოვნებისა და მსგავსი კულტურული ღონისძიებების როლზე გაამახვილა ყურადღება.

თეა ახვლედიანმა, როგორც ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერი უწყების ხელმძღვანელმა, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლას ფესტივალის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალი წელს ეძღვნება საქართველოს ისტორიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და სწორედ ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებით და მშვიდობის მშენებლობის რწმენით გახდა შესაძლებელი ფესტივალის სულის ჩამდგმელებისთვის ეს ადგილი ომის ნანგრევებიდან ექციათ კულტურული განვითარების ცენტრად და ერთგვარ სამშვიდობო გზავნილად საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს. ჩვენი საზოგადოების ოსი და აფხაზი წევრებისთვისაც მჯერა, თანაბრად მნიშვნელოვანია მშვიდობის განმტკიცება და ღირსეული მომავლის შექმნა, რასაც ემსახურება ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და სახელმწიფო პოლიტიკა, რათა ნდობის აღდგენითა და მშვიდობის განმტკიცებით, შერიგებით შევძლოთ, რომ დავძლიოთ საერთო ტკივილი, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი, ერთად დავიცვათ საერთო ისტორია და კულტურა, და ერთად ავაშენოთ ჩვენი საერთო მომავალი,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ფესტივალის გახსნით ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიქოზის ფესტივალზე, რომელიც 2011 წლიდან იმართება, სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც 11-16 ოქტომბერს ჩატარდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტების გამართვაა დაგეგმილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს