ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგე…

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს მინისტრის მოადგილე ვო ვან ჰუნგმა მოაწერეს.

„სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის სექტორის განვითარების ხელშეწყობის ახალ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, საქართველოსა და ვიეტნამს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მემორანდუმი სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო ვიზიტებისა და სემინარების ორგანიზებას, ექსპერტებს, პროფესიონალებს, მეცნიერებსა და სტაჟიორებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების წარმოების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის, მცენარეთა დაცვისა და სანიტარიულ-ფიტოსანიტარიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ვო თი ანჰ სუანი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერა.

შეხვედრას, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს წარმომადგენელი ლე ტჰან ვანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს