ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 18

ნინო თანდილაშვილი IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

ნინო თანდილაშვილი IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის (WCPA) თავმჯდომარეს, დოქტორ მადჰუ რაოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის (WCPA) თავმჯდომარეს, დოქტორ მადჰუ რაოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტო…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის (WCPA) თავმჯდომარეს, დოქტორ მადჰუ რაოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ველური ბუნების სახეობათა აღდგენისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დღეებში ლაგოდეხი IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის საზედამხედველო კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას 30-მდე საერთაშორისო ექსპერტი და კომისიის წევრი მიიღებს. შეხვედრებზე განიხილავენ კომისიის სტრატეგიულ პრიორიტეტებს, დაცული და კონსერვირებული ტერიტორიების მსოფლიო კონგრესის 2027 წლის ღონისძიებისთვის მზადების პროცესსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და დაცული ტერიტორიების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, რომელიც 1912 წელს დაარსდა, ევროპის დიპლომის კანდიდატია და IUCN-ის მწვანე ნუსხაში ჩართვის პროცესში მონაწილეობს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.







როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს