ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პროგრამის მნიშვნე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პროგრამის მნიშვნე…

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო სექტორში სტაჟირება და საქმიანობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც ჯანდაცვის სისტემის, ისე ქვეყნის განვითარებაში.

2026 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, კონკურსის შედეგად, 207 სტაჟიორი შეირჩა. სტაჟირება სამთვიანია, 12 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით. პროგრამა ანაზღაურებადია და მონაწილეებს სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებაში ეთვლებათ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 30-ზე მეტი სტაჟიორი დასაქმდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს