ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით გერმანიის დედაქალაქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით გერმანიის დედაქალაქ…

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას სომელიეები – ვილი შლეგლი და იოჰანეს შელჰორნი უძღვებოდნენ ორი ქართველი მეღვინის, იაგო ბიტარიშვილის (იაგოს მეღვინეობა) და მიხეილ ჭონიშვილის (ჭონას მარანი) თანამონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ რვა სახეობის ქართულ ღვინოს. სომელიე ვილი შლეგლი საკუთარ ბარში ერთი კვირის განმავლობაში რეგულარულ მენიუში სამი სახეობის ქართული ღვინის ნიმუშს დაამატებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა გერმანელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის გასაცნობად და დასაგემოვნებლად.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გერმანულ კომპანიასთან, ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედიაკამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

გერმანია ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1,14 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს