ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 26 109 აპლიკანტმა გაიარა. მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 590 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 26 109 აპლიკანტმა გაიარა. მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 590 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე…

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 26 109 აპლიკანტმა გაიარა. მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 590 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იყო გამოცხადებული, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აპლიკანტთა განაცხადების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა Front-end დეველოპმენტია, რომელზეც 2 135 აპლიკანტი დარეგისტრირდა.

„მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა ასევე ბუღალტრული აღრიცხვა და ციფრული მარკეტინგი, რომლებზეც განაცხადების რაოდენობა ჯამში 3 700-ს აჭარბებს. ასევე მაღალი მოთხოვნაა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე, საექთნო განათლებაზე, საფინანსო სერვისებზე, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსა და კულინარიაზე.

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილი იყო განსაზღვრული. შეთავაზებულ პროგრამებს შორის 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლებშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლის შედეგებია გათვალისწინებული.

აპლიკანტებს, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად, 8 ნოემბრის ჩათვლით შეარჩევენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს