ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

გლდანში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო

გლდანში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც…

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოლექტორის მოწყობა ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება.

„გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ არსებული ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით, რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო.აღნიშნული ტერიტორია მდინარე ხევძმარას კალაპოტში მდებარეობს, სადაც ზედაპირული წყლები ღია კალაპოტში მიედინება. არსებული მდგომარეობა გარკვეულ რისკებს ქმნის როგორც მიმდებარე ინფრასტრუქტურის, ისე ტერიტორიის უსაფრთხოების თვალსაზრისით.სპეციალისტების მიერ საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი და არსებული რისკები შეფასდა. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ღია ხევის დახურულ კოლექტორში მოქცევა აუცილებელია წყლის ნაკადების უსაფრთხოდ მართვისთვის, ინფრასტრუქტურის დასაცავად და მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ღია ხევის ადგილზე მოეწყობა 200 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორი, რაც უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების უსაფრთხო და ორგანიზებულ გატარებას. ასევე, მოწესრიგდება ხევის ირგვლივ არსებული ტერიტორია და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გახდება უსაფრთხო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს